ნახეთ ფილმის Respect ტრეილერი

29 ივნისს მეტრო გოლდვინ მეიერმა ფილმის „Respect“ ტრეილერი გაავრცელა. ფილმი არეტა ფრანკლინის კარიერაზეა და ასახავს როგორც მის ბავშვობას, როდესაც ის მამამისის საეკლესიო გუნდში მღეროდა, ისე კარიერის პიკს, როდესაც ის საერთაშორისოდ ცნობილი ვარსკვლავი იყო.

ლესლი ტომის ფილმში ფრანკლინის როლს ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს. ვარსკვლავის მშობლების როლებს ფორესტ ვიტეკერი და ოდრა მაკდონალდი შეასრულებენ. ფილმი ეკრანებზე დეკემბერში გამოვა.