Brit Awards სამი თვით გადაიდო

ბრიტანული მუსიკალური დაჯილდოება Brit Awards სამი თვით გადაიდო, ნაცვლად 2021 წლის თებერვლისა, დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 11 მაისს გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მუსიკოსებთან, სპონსორებთან, მაუწყებლებთან და ღონისძიების ლოკაციის ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

„უსაფრთხოებისა და ლოგისტიკური საჭიროებების გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ღონისძიების გადადება აუცილებელი იყო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო როგორც ბრიტანელი, ისე უცხოელი ვარსკვლავების დასწრება.“