MTV-ის VMA დაჯილდოება შესაძლოა მაყურებლის გარეშე ჩატარდეს

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება (VMA), რომელიც 1984 წლიდან ტარდება, წელს შესაძლოა მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით, ან საერთოდაც, მაყურებლის გარეშე ჩატარეს. აღნიშნული განცხადება ნიური-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ გააკეთა.

გუბერნატორის განცხადებას მალევე მოჰყვა MTV-ის ოფიციალური განცხადება: „ამ წლის შოუ გააერთიანებს მუსიკის ფანებს მთელი მსოფლიოდან და პატივს მიაგებს იმ ძალას, სულისკვეთებასა და გამძლეობას, რომელიც ნიუ-იორკმა და აქ მაცხოვრებლებმა გამოავლინეს.“

MTV-ის ცნობით, მუსიკალური დაჯილდოების ჩატარება 2020 წლის 30 აგვისტოს, ბრუკლინში, ბერკლის ცენტრში იგეგმება. ცნობისთვის, ბერკლის ცენტრისთვის ეს პირველი ღონისძიება იქნება, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უმასპინძლებენ.