ამერიკის კინოაკადემიამ ის 819 კინოხელოვანი დაასახელა 68 ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიის რიგებს შეუერთდებიან. მათ შორის კი, And Then We Danced-ის რეჟისორი ლევან აკინია.
ლევან აკინი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორია, რომელმაც პოპულარობა გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმით, And Then We Danced-ით მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ამერიკის კინოააკდემიამ წევრად აირჩია ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძე.