Variety-ის ცნობით, თანამედროვე ესპანელი რეჟისორი ახალ ფილმზე Madres Paralelas გადაღებაზე იწყებს მუშოაბას. როგორც ირკვევა, წინასაპროდუქციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება, გადაღებები კი 2021 წლის თებერვალშია დაგეგმილი.
ალმადოვარის შემოქმედების მოყვარულებს არ გაგიკვირდებთ, თუ გეტყვით, რომ შესაძლოა, პენელოპე კრუზი მის ახალ ფილმში კვლავ ვიხილოთ.
Madres paralelas-იც ესპანურენოვანი კინოსურათი იქნება, რომელსაც ქალაქ მადრიდში გადაიღებენ.