ბოტსვანა- სპილოების ქვეყნიდან სპილოების სასაფლაომდე

აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე  ბოტსვანა სპილოების პოპულაციით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი სახელმწიფოა. Africa Geographic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოტსვანას ჩრდილოეთ ნაწილში სპილოები მასიურად იღუპებიან.

Image via AG

მიუხედავად ცხოველთა გვამებისაგან აღებული სინჯებისა, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუ რა იწვევს სპილოების სიკვდილს. ამჟამად, მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 400-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ სპილოებს არ აღენიშნებათ რაიმე სახის გარეგანი დაზიანება, რაც ბრაკონიერობის ფაქტს გამორიცხავს.

ბოტსვანაში ზემოთ ხსენებული პროცესი 2020 წლის მარტში დაიწყო და დღემდე გრძელდება.