1997 წლიდან ტეხასის ფესტივალმა Texas SandFest ათასობით ვიზიტორი მიიზიდა ქვიშისგან შექმნილი სკულპტურების სანახავად. ფესტივალის 23-ე ჯილდო ა.შ.შ.-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ძეგლის საინტერესო ინტერპრეტაციას გადაეცა.

ქვიშისგან გაკეთებულ სკულპტურაში ასახულია აბრაამ ლინკოლნი, რომელიც 1920 წლის მარმარილოს ძეგლის ლინკოლნის მემორიალის მსგავს მოყვანილობას იმეორებს. თუმცა აქ ლინკოლნი დამსხვრეულ სავარძელზე ზის, სახეზე ხელი აქვს აფარებული. ლინკოლნი გაღიზიანებული ან შეიძლება ითქვას, გულდაწყვეტილი ჩანს.
ქვიშის სკულპტურის სახელწოდებაა „თავისუფლება იშლება“. მისმა ავტორმა დეიმონ ლანგოლისმა სკულპტურის შექმნაზე ოთხი დღე დახარჯა.