კატები და მათი პატრონი მამაკაცები სტერეოტიპებს ფოტოგრაფის პროექტში ამსხვრევენ

საზოგადოებაში ხშირად გვესმის, რომ კატების სიყვარულით ჩვეულებრივ ქალები გამოირჩევიან, ხოლო მამაკაცებს ძაღლები უყვართ. ამ სტერეოტიპის დასამსხვრევად, ბრუკლინში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, დეივიდ უილიამსმა 2009 წელს წამოიწყო ფოტოპროექტი, სადაც იგი ასახავს მამაკაცებსა და მათ სიყვარულს კატების მიმართ.

მისი პროექტი სახელწოდებით „მამაკაცები & კატები“ (“Men & Cats”) მოიცავს  კადრებს, რომლებიც სრულიად ამსხვრევენ „კატების მოყვარული ქალბატონების“ სტერეოტიპს. დოკუმენტური ფოტოები გადმოსცემს არა მხოლოდ პატრონებისა და შინაური ცხოველების ურთიერთობას, არამედ გვიყვება მათი სახლების შესახებაც.

ბევრ სცენაში გამოსახულია კატასთან დაკავშირებული ნივთები და კატებთან ცხოვრების საინტერესო დეტალები. როგორც ფოტოგრაფი თავად ამბობს, მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს – ნებისმიერი სქესის წარმომადგენელმა იპოვა სიხარული, როდესაც კატასთან თანაცხოვრება დაიწყო.