SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მაია მასკი, საკუთარი წიგნის სათარგმნად საქართველოში გამომცემლობას ეძებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მაია მასკმა საკუთარი „Twitter“-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ალექსანდრე ბერუაშვილის პოსტს, სადაც საუბარი წიგნის თარგმანზე იყო, ავტორმა თავად უპასუხა – თუ სათანადო გამომცემლობას საქართველოში იპოვიან, წიგნი ქართულ ენაზე გამოვა. ოფიციალურ განცხადებაში ავტორმა ელექტრონული ფოსტის მისამართიც დაურთო.