„100 სკამი ცის ქვეშ“ – თბილისში თეატრის წარმოდგენები ღია ცის ქვეშ გაიმართება

მოგესალმებით! თუ თქვენ მოგენატრათ თეატრი და მისი ჯადოსნური გარემო🎭ვაკის პარკის ღია კინოთეატრში “კლუბ 33ა”ში 100 სკამი…

Posted by 100 სკამი ცის ქვეშ – Club 33 a on Saturday, June 27, 2020

Covid-19 პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გამო უცნობია როდის იქნება შესაძლებელი თეატრებმა წარმოდგენები დახურულ სივრცეში გამართონ, ამიტომ რამდენიმე მსახიობისა და თეატრის ადმინისტრაციის ინიციატივით, 7 ივლისიდან  11 აგვისტომდე, ვაკის პარკის ღია კინოთეატრი „კლუბი 33ა“ მაყურებლისთვის სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ ჩაატარებს. მაყურებლები სპექტაკლების ნახვას ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შეძლებენ. პროექტის „100 სკამი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მაია გელოვანი ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვები სრულიად იქნება დაცული.

პროექტი „100 სკამი ცის ქვეშ“ შემდეგ დადგმებს მოიცავს:

  • 7 ივლისი (გახსნა) _ მუსიკისა და დრამის თეატრი _ „გაყრა“ _ რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • 8 ივლისი _ თეატრი ათონელზე „მორალი“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • 9 ივლისი _ მოზარდმაყურებელთა თეატრი _ – 18:00სთ. – „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ / 22:00 სთ – „აურზაური არაფრის გამო“ _ რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • 14 ივლისი _ სოხუმის თეატრი – „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი – დავით საყვარელიძე
  • 15 ივლისი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა _ მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“
  • 16 ივლისი – მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი _ „7 პპ“ _ რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
  • 21 ივლისი _ მარჯანიშვილის თეატრი _ „მთვრალი ალუბალი“ _ რეჟისორი : ლევან წულაძე
  • 22 ივლისი _ ილიაუნის თეატრი „რიჩარდ III“ _ რეჟისორი : კახაბერ შარტავა
  • 23 ივლისი _ თოჯინების თეატრი – „საქართველო“ _ რეჟისორი : ნიკოლოზ საბაშვილი
  • 28 ივლისი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი
  • 29 ივლისი – თავისუფალი თეატრი _ „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“ _ რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 30 ივლისი _ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი _ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ _ რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
  • 4 აგვისტო _ „ზიპო“ პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი
  • 5 აგვისტო _ ფოთის თეატრი – „ხრამუნა“ რეჟისორი – პაატა ციკოლია
  • 6 აგვისტო _ ცხინვალის თეატრი – „ჯაყო“ რეჟისორი – გოჩა კაპანაძე
  • 11 აგვისტო _ (პროექტის დახურვა) _ მოძრაობის თეატრი _ „რეჩიტატივი ქალაქში” _ რეჟისორი: კახა ბაკურაძე