ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის ფესტივალს გახსნის

ქართველი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს გახსნის. 18 ივლისს ქართველი მეცო-სოპრანო ქალაქ ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში, კამილ სენ-სანსის, ვერდისა და ჯაკომო მეირბერის კომპოზიციებს შეასრულებს. ფესტივალი, სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის წარმოდგენები 70 სხვადასხვა კულტურულ ადგილას გაიმართება.