ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა – გარდაცვალების მიზეზად, გასულ კვირას წაქცევის შედეგად განვითარებული გართულებები სახელდება.

კომპოზიტორი 1928 წელს დაიბადა და სიცოცხლის განმავლობაში მუსიკალური კომპოზიციები 500-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა.