კომპიუტერული თამაშის Fallout მიხედვით სერიალს გადაიღებენ

კომპანია Amazon საკულტო კომპიუტერული თამაშის Fallout-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს. ახალ სერიალს ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი უხელმძღვანელებენ, მათი განცხადებით, ისინი თამაშის თაყვანისმცემლები არიან, ამიტომ აპირებენ, რომ სერიალმა თამაშის ატმოსფერო და დამახასიათებელი შავი იუმორი იდეალურად გადმოსცეს.

Interplay Entertainment-სა და Bethesda Softworks-ის მიერ გამოშვებული ვიდეო თამაშის სიუჟეტი ვითარდება აშშ-ის ტერიტორიაზე, ატომური აფეთქების შემდეგ, სადაც მსოფლიო გადაქცეულია რადიოაქტიურ უდაბნოდ და ყველაფერი ანარქიამ მოიცვა. როგორც ცნობილია,  სერიალის გადაღებებში ასევე ჩაერთვებიან თამაშის შემქმნელებიც.

ამ დროისთვის სერიალ Fallout-ის გამოსვლის თარიღი უცნობია, ასევე არ არის ინფორმაცია გადაღებების დაწყების შესახებ.