ლევან აკინი ახალ ფილმზე მუშაობს

ლევან აკინი, წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორი, რომელმაც პოპულარობა ფილმით And Then We Danced-ით მოიპოვა, ახალ ფილმზე მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია რეჟისორმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით გააცნო საზოგადოებას.

ლევან აკინის ახალ ფილმს Passage ერქმევა, ხოლო განთავსებული პოსტის ლოკაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფილმის სიუჟეტი თურქეთში განვითარდება.