მხატვარმა კარანტინთან დაკავშირებული ფიქრები აკვარელის ნამუშევარზე გადაიტანა

მხატვარი მარია ტიურინას უახლესი ნამუშევარი ფიქრებისა და ოცნებების სიურრეალისტური ნაზავია. მხატვარმა დაასრულა პროექტი „The Lockdown Project“, რომლის ფარგლებშიც იგი სხვადასხვა ადამიანებისგან იღებდა ნახატის იდეებს.

კარანტინის რამდენიმე კვირის განმავლობაში მან Instagram-ის გვერდზე 1000-მდე იდეა მიიღო, ადამიანები მას უზიარებდნენ ოცნებებს, ფიქრებს, მოგონებებს. მიღებული ინფორმაციით შთაგონებულმა მხატვარმა სიურრეალისტური სცენები უცნაური პერსონაჟებისა და ზღაპრული დეტალების საშუალებით გამოსახა. ტიურინამ თქვა, რომ მისი ნამუშევარი არის შემოთავაზებების უცნაური სალათი, სადაც ყველას აზრები, მოგონებები და ოცნებები არეულია თასში და ამ ყველაფერს მისი ფანტაზია ემატება.

© Marija Tiurina
© Marija Tiurina
© Marija Tiurina