სკულპტორი სტიმპანკის სტილში ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნის

არასაჭირო რკინის დეტალებიდან, ძველი ველოსიპედის ნაწილებიდან, გაფუჭებული საათის მექანიზმიდან და სხვა არასაჭირო ნივთებიდან, სტიმპანკისა და საიბერპანკის ჟანრში მოღვაწე სკულპტორი იგორ ვერნი ქმნის ფრინველებს, მწერებსა და ცხოველებს. სანამ სკულპტურაზე მუშაობას დაიწყებს, ვერნი დაწვრილებით შეისწავლის ამა თუ იმ ცხოველის აგებულებასა და ქცევას. მისი უჩვეულო ნამუშევრები აღჭურვილია მოძრავი ან რეგულირებადი ნაწილებით.

© Igor Verny

ახალგაზრდა მხატვარი და სკულპტორი იგორ ვერნი მეტალის გადამუშავების სფეროში მუშაობს, გარდა ამისა ასტროფიზიკის ევოლუციის სპეციალისტია.

სტიმპანკი სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიასა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას, შთაგონებულს XIX საუკუნის ინდუსტრიული ორთქლის მანქანებით. როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა შეიქმნა 1980-იანი წლებში კიბერპანკის საპირწონედ და თანდათანობით იქცა ხელოვნების ფორმად, კულტურულ მოძრაობად და სუბკულტურად.

© Igor Verny
© Igor Verny
© Igor Verny
© Igor Verny