ჩინეთში “შავი ჭირის” პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

ჩინეთში “შავი ჭირის” პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ინფიცირების პირველი შემთხვევა ქალაქ ბურბონში დაფიქსირდა. პაციენტი ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია. მისი ინფიცირების წყარო კი უცნობია. როგორც China’s Global Times წერს, ამჟამად მეორე სავარაუდო ინფიცირებულის მდგომარეობას იძიებენ. 

ქვეყანაში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ. 

A bubonic plague smear, prepared from a lymph removed from an adenopathic lymph node

შავი სიკვდილი (დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი) XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346—1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში.