ბრიტანული როკ ბენდის Kasabian-ის ფრონტმენი ტომ მეიგანი პირადი პრობლემების გამო ბენდს ტოვებს. ამის შესახებ ბენდის წევრებმა ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწერეს.
„ტომს ჰქონდა პირადი პრობლემები, რამაც გავლენა მოახდინა მის ქცევაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ახლა მას სურს მთელი ენერგიის კონცენტრაცია ცხოვრების გზაზე დასაბრუნებლად მიმართოს. ამის შესახებ კომენტარს აღარ გავაკეთ.“ – განაცხადა ბენდმა Kasabian.