ჯუდი დენჩი: “TikTok-მა გადამარჩინა”

როგორც მსახიობი ჯუდი დენჩი ამბობს, კარანტინში გატარებულ დღეები რთული იყო, თუმცა ამ დროს ის TikTok-მა გადაარჩინა. 

“TikTok-ის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ჩემი შვილიშვილი სემია ამ დარგის სპეციალისტი. კარანტინის ყოველი დღე ძალიან მოსაწყენი იყო, იღვიძებ, არ იცი კვირის რა დღეა, ფიქრობ რა აკეთო, თან დიდი არჩევანიც არ გაქვს. TikTok-მა გადამარჩინა”. – ამბობს მსახიობი.

ბრიტანელ მსახიობს საკუთარი არხი არ აქვს, მისი მონაწილეობით ვიდოები შვილიშვილის გვერდზე იდება. მისი შვილიშვილის, ანუ სემ უილიამსის ანგარიშს ამ დროისთვის 150 000 გამომწერი ჰყავს