საზაფხულო ონლაინ-შეხვედრების სერია სპეციალურად პატარებისთვის

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და წიგნების თაროსთან ერთად წარმოგიდგენთ საზაფხულო ონლაინ-შეხვედრების სერიას სპეციალურად პატარებისთვის.

საქართველოს ბანკის ცნობით, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება, კურსის ფარგლებში კი ბავშვებს ბევრი საინტერესო აქტივობა ელოდებათ − ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, მათ შორის, ქართულ და ინგლისურ ენებს, ადამიანსა და სამყაროს, ჯანმრთელობას, განმავითარებელ მათემატიკას, ხატვას, მუსიკას თუ საქართველოს ისტორიას.

საზაფხულო კურსი 20 ივლისიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გაკვეთილები კი კვირაში ოთხჯერ ზუმის საშუალებით ჩატარდება.

შეხვედრებზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.