უკვე შეგიძლიათ ნახოთ WE ARE WHO WE ARE-ის თიზერი

ახალი მინისერიალის WE ARE WHO WE ARE-ის თიზერი გამოვიდა – სატელევიზიო არხმა HBO ქსელში ახალი მინისერიალის თიზერი სულ ახლახანს გამოაქვეყნა. 

მინისერიალი გახმაურებული ფილმის Call Me By Your Name-ის რეჟისორის ლუკა გუადანინოს პირველი სატელევიზიო პროექტია. რვა ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი 2020 სექტემბერში გამოვა.