მუსიკალური ფესტივალი Mad Cool 2021 მადრიდში მომავალი წლის 7-10 ივლისს გაიმართება და მისი ჰედლაინერები Red Hot Chili Peppers, The Killers, Mumford & Sons, Twenty One Pilots, Faith No More, Deftones, Pixies, Placebo, Alt J, Royal Blood და Major Lazer იქნებიან.
ფესტივალის ბილეთები უკვე იყიდება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის ფესტივალი ორგანიზატორებმა გააუქმეს.