6 ივნისს ცნობილმა ინგლისურმა როკჯგუფმა Kasabian ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როკჯგუფი მსმენელს ამცნობს, რომ ორმხრივი შეთანხმების შემდეგ ბენდს სოლისტი ტოვებს.
ტომ მეიგანმა სასამართლოში აღიარა, რომ 9 აპრილს თავის ყოფილ საცოლეს, ვიკი ეიგერს თავს დაესხა და მასზე იძალადა. ძალადობას კი არასრულწლოვანი ბავშვი შეესწრო. ტომ მეიგანი შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
მეიგანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და რეაბილიტაციისთვის საზოგადოების სასარგებლო 200-საათიანი არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დაავალა.