Space Perspective კოსმოსში 2021 წელს პირველი „საჰაერო ბურთის“ გაშვებას გეგმავს

ამერიკული კომპანია Space Perspective გეგმავს 2021 წელს კოსმოსში გაუშვას ხომალდი სახელწოდებით Neptune, რომელსაც საჰაერო ბურთის ფორმა აქვს.

„მიზნად დავისახეთ იმ გზის შეცვლა, რომლითაც ადამიანები კოსმოსში ხვდებიან. ამით დედამიწის სასარგებლოდ მიმდინარე კვლევებს და ჩვენსა და პლანეტას შორის არსებული კავშირის გაღრმავებას შევუწყობთ ხელს.“ – ამბობს Space Perspective-ის დამაარსებელი, ჯეინ პოინტერი.

ხომალდის მგზავრები დედამიწას 30 მეტრით დაშორდებიან, მოგზაურობა 6 საათს გასტანს, ხოლო დაბრუნებას 2 საათი დასჭირდება. Neptune-ის ბილეთები ჯერ გაყიდვაში არაა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თითო ბილეთი 125 000 დოლარი ეღირება.