აკადემია ამბრელა მეორე სეზონით 31 ივლისს ბრუნდება

ნეტფლიქსის პოპულარული შოუა აკადემია ამბრელა (The Umbrella Academy) მეორე სეზონით 31 ივლისს ბრუნდება. პირველი სეზონი მაყურებელმა შარშან იხილა პლატფორმაზე. თუკი სერიალის სიუჟეტის შეხსენება გჭირდებათ, ნეტფლიქსმა თქვენთვის უკვე მოამზადა წინა სეზონის შემაჯამებელი ვიდეო.

სერიალის ახალი სეზონი რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, ტრეილერი კი მხოლოდ გუშინ გასაჯაროვდა. 

პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდში სერიალის მთავარმა გმირებმა აპოკალიფსს დროში მოგზაურობით დააღწიეს თავი. ახალი სეზონი სწორედ ამ სიუჟეტის გაგრძელება იქნება და ჰარგრივები მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დალასში აღმოჩნდებიან. სწორედ აქ ეცდებიან ისინი ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა მათ კვლავ მოუწევთ მსოფლიოს აღსასრული შეაჩერონ.