კანიე ვესტის თქმით, მას კორონავირუსის ვაქცინის ნაცვლად ლოცვის სჯერა

4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, კანიე ვესტმა დააანონსა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობას გეგმავს. უახლეს ინტერვიუში კი Forbes-თან ამბობს, რომ დონალდ ტრამპს აღარ ენდობა. მისი თქმით, როდესაც გაიგო, რომ ტრამპი რომ ბუნკერში იმალებოდა, ეს ფაქტი არ მოეწონა.

Kanye West is apparently producing an opera that's going to be ...

კანიე ვესტმა ასევე ისაუბრა კორონავირუსზე. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ვირუსით თებერვალში დაინფიცირდა. რეპერი ამბობს, რომ ლოცულობს და ღმერთს ევედრება დაავადებულები განიკურნონ. 

“უამრავი ბავშვი ვაქცინის შედეგად პარალიზდება. როცა ამბობენ, რომ კორონავირუსს ვაქცინა დაამარცხებს, უკიდურესად ფრთხილი ვხდები. ეს ხომ მხეცის ნიშანია. მათ სურთ, რომ ჩვენში ჩიპები მოათავსონ და ისეთი რამ გააკეთონ, რაც შემდეგ სამოთხის გალავანის გადაკვეთაში ხელს შეგვიშლის. ვწუხვარ, როცა ვამბობ, რომ ადამიანებში ეშმაკი ბუდობს და მართლა გული მწყდება, როცა ვაანალიზებ, რომ სამოთხეში ბევრი ადამიანისთვის არაა ადგილი”. – ამბობს რეპერი.

წყარო: ON.GE