კიმ კარდაშიანი ირაკლი რუსაძის სამოსში

ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის ბრენდის Situationist-ის სამოსში გამოწყობილი კიმ კარდაშიანის ფოტოები პაპარაცებმა დღეს გაავრცელეს. ტანსაცმელი თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინეს და ის 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან არის. პაპარაცის მიერ გავრცელებული ფოტოები კი კორონავირუსის პანდემიის პერიოდშია გადაღებული.

ცნობისთვის, ტანისამოსის ორიგინალი დიზაინი მთლიანი კომბინეზონია, თუმცა კარდაშიანს მისი მუხლებთან გადაჭრილი ვერსია აცვია.

Photo: Edward James / Indigital

რუსაძის ბრენდისთვის კიმ კარდაშიანი პირველი ცნობილი მომხმარებელი არ არის, Situationist-ის დიზაინი ადრე ბელა ჰადიდმაც მოირგო.