პარიზში მდინარეზე მოტივტივე კინოთეატრი იხსნება

Photo Credits to Le Cinema Sur L’eau

მოტივტივე კინოთეატრი, სადაც მაყურებლებს ფილმების ნახვა ნავებიდან შეეძლებათ, პარიზში, მდინარე სენაზე, შემდეგ კვირას გაიხსნება.

„Cinéma sur l’Eau“ – კინოთეატრი წყალზე – ასე ჰქვია კინოთეატრს, რომელშიც პირველი კინოჩვენება 18 ივლისს გაიმართება. ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება და მათი შეძენა 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. მაყურებელს მოკლემეტრაჟიანი ფილმის „A Corona Story“-ს და 2018 წლის ფრანგული კომედიის „Le Grand Bain“-ის ნახვა შეეძლება.

კინოთეატრს სულ 38 ექვსადგილიანი ელექტრო ნავი მოემსახურება.