ცნობილ სერიალ Glee-ს მსახიობი ნაია რივერა დაკარგულად ითვლება და მას ტბაში ეძებენ.
33 წლის მსახიობმა ოთხშაბათს, 8 ივლისს კალიფორნიის შტატში მდებარე ტბა პირუზე გასაცურად თავის ოთხი წლის შვილთან ერთად ნავი იქირავა. როგორც მსახიობის მცირეწლოვანი შვილი ამბობს, ნაია რივერა ტბაში გასაცურად ჩავიდა, თუმცა აღარ დაბრუნებულა.
პოლიციამ დახრჩობის შესაძლო მსხვერპლის ძიება დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ სერიალის მსახიობის შესახებ სამწუხარო ამბავი საჯაროვდება: 2013 წელს კორი მონტეიტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, ნოა პაკერმანის როლის შემსრულებელი მარკ სელინგი კი ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის გამო დადანაშაულების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს – მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.