აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდება

თითქმის 80 წლის შემდეგ, ბიზანტიური კულტურის ძეგლი, აია-სოფიას ტაძარი მუზეუმი აღარ იქნება და მეჩეთად გადაკეთდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო.

მეექვსე საუკუნის ძეგლის მეჩეთად გადაკეთებას კონსერვატორი მუსლიმები და ქვეყნის პრეზიდენტი, ერდოღანი ემხრობიან. იდეის წინააღმდეგ გამოდიან თურქეთის ოპოზიციური ძალები და საერთაშორისო საზოგადოება. ისინი თვლიან, რომ ერდოღანი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ტაძარს და სწორედ ასე ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებს.