კინოცენტრი ორ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს დააფინანსებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი 2020 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პროექტები შეაფასა და ორი გამარჯვებულიც გამოავლინა.

2020 წელს ფილმი დაუფინანსდებათ დოვერ ქოსაშვილსა და ელენე ნავერიანს. ქოსაშვილის ფილმი „წესების დაცვით“ მალჰოლანდ ფილმსის წარმოება იქნება და ის 350,000 ლარით დაფინანსდება. ამავე მოცულობის თანხით დაფინანსდება ელენე ნავერიანის ფილმი „სიჩუმის დარღვევა“, რომლის საპროდიუსერო კომპანიაც თეიქს ფილმი იქნება.

დასაფინანსებლად ასევე წარდგენილი იყო ბექირ ბულბულის „სიმღერა მიხაკებს“, ფედონ პაპამაიქლისა და სვენ დრაგონესის „სინათლის ვარდნა“, ტონია ნოიაბრიოვას „ყველაზე მეტად გიყვარს“, ოქსანა ბიჩკოვას „ჯონჯოლი“, იოსტ ვან გინკელის „ბო“, ჩენ მეჰმედ ევრენოლის „ექიმი“ და დიმიტრი ცინცაძის „როქსი“.