Lionsgate-ის საქართველოში გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა

Let It Snow (დაე, ითოვოს) Lionsgate-ის საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც საქართველოში გადაიღეს. დღეს საჯაროდ გავრცელდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც საქართველოს სამთო კურორტები ჩანს.

სტანისლავ კაპრალოვის ფილმში ივანა სახნო, ალექს ჰაფნერი და თინათინ დალაქიშვილი თამაშობენ. ფილმის პრემიერა 2020 წლის სექტემბერის ბოლოს შედგება.

ფილმის  სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის, მიას ირგვლივ ვითარდება. თავისუფალი სრიალის მოყვარულები მთის აკრძალულ მონაკვეთზე შედიან, შედეგად მია კარგავს კონტაქტს მის საქმროსთან. მკაცრი ბუნებრივი პირობებისგან გადარჩენის გარდა, გოგონა ნიღბიან ადამიანსაც გაურბის, რომელსაც მისი მოკვლა სურს.