ელისაბედის ხაზი – ლონდონის მეტროს ახალი ნაწილი

ლონდონის მეტროს ახალი 95.6 კილომეტრი სიგრძის ხაზი დაემატება. ელისაბედის ხაზზე 41 სადგური იქნება და ის ექსპლუატაციაში 2021 წლის ზაფხულიდან შევა. პროექტის საერთო ღირებულება 18 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე აღწევს.

პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხაზი, აიგო სადგურები და პლატფორმები და შეიძინეს მეტროს შემადგენლობები. გახსნის შემდეგ მეტროს ახალი ხაზი წელიწადში 200 მილიონამდე მგზავრს გადაიყვანს.

წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტის უახლეს ფოტოებს.

All Photo Credits to Crossrail | ყველა ფოტო ეკუთვნის Crossrail-ს.