საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი 17 სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის შექმნას დააფინანსებს. ცენტრმა კონკურსის შედეგები 17 ივლისს გამოაქვეყნა.
გთავაზობთ დაფინანსებული სცენარების ჩამონათვალს:
- „თეთრი ჩრდილები“ – ნ. გოგუა
- „რიკოშეტი ანუ ფრაგმენტები გამვლელთა ცხოვრებიდან“ – ბ. ოდიშარია
- „მეზობლებს სძინავთ“ – კ. კალანდაძე, ე. ჭელიძე
- „შემთხვევით ტყეში გამოვიარე“ – ა. ციმინიტია
- „ძაღლი უხმოდ ყეფს“ – ვ. ჩაჩხიანი
- „მეათე მოწმე“ – გ. ლიკლიკაძე
- „ნახევრად მოგონილი ამბავი“ – ი. ჟორდანია, ი. ჯავახაძე, დ. უჯმაჯურიძე
- „ოჯახი“ – მ. ბექაური
- „თარჯიმანი“ – ა. ხაზარაძე
- „მეორეხარისხოვანი როლი“ – ა. ურუშაძე
- „ხანძარი“ – გ. ქობალია
- „მამა აბრამის ბატკანი“ – გ. ოვაშვილი
- „ნება“ – გ. ცქვიტინიძე
- „შაუმიანი“ – თ. გოგრიჭიანი
- „ლაო – კოლხური მისია“ – ზ. ხალვაში, ა. დოლიძე
- „მკვდრების ზღვა“ – ა. კვიჭიძე
- „მატახერია – ვარსკვლავის მსგავსი“ – თ. შავგულიძე
ჯამში 17 ფილმის სცენარის შექმნა 167,000 ლარზე მეტით დაფინანსდება.