კალიფორნიელი ქუჩის ხელოვანი დეიმონ ბელანჯერი ამერიკის ქუჩების სხვადასხვა ადგილებში თავისებურ ჩრდილებს ხატავს, რითიც არაფრით გამორჩეულ ტერიტორიებს ორიგინალურად ალამაზებს.
ინსპირაციისთვის ხელოვანი იყენებს ქუჩებში განლაგებულ ჩვეულებრივ ნივთებსა და საზოგადოებრივ ადგილებს: ბელანჯერის სამყაროში საფოსტო ყუთი მომღიმარი მონსტრია, პარკინგის ადგილი მაიმუნისთვის განკუთვნილი პედესტალია, ხოლო ველოსიპედების გზა უცნაურ ყვავილებს აქვთ გალამაზებული.
All images via Damon Belanger