მიტოვებული ადგილები გერმანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

გერმანელი ფოტოგრაფი მაიკლ შვანი თავისუფალ დროს მოგზაურობას უთმობს, სხვადასხვა ქვეყნების ვიზიტისას კი მიტოვებულ ადგილებს სტუმრობს და ყველაფერს ფოტოკამერით აფიქსირებს. ასე იქმნება მისი დაუვიწყარი კადრები, რომლებსაც მყუდრო და ამავდროულად მისტიური ვიზუალი აქვთ.

ფოტოგრაფი 1988 წელს დაიბადა და 18 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მას ყოველთვის იზიდავდა მიტოვებული და დავიწყებული ადგილები. საკუთარ ფოტოსერიაში გერმანელი ფოტოგრაფი წარმოგვიდგენს მიტოვებულ სახლებს, სასტუმროებს, სასახლეებს, უნივერსიტეტის ძველ შენობებს.

All Photo Credits to Michael Schwan