დანიელი ხელოვანის ექვსი მითოლოგიური გიგანტი

კოპენჰაგენის ტყეების ტერიტორიაზე საინტერესო და იდუმალი, ხისგან გაკეთებული მითოლოგიური გმირები გამოჩნდნენ. მათი ავტორი დანიელი მხატვარი და მოქანდაკე თომას დამბოა, რომელიც განსაცვიფრებელ ხის ქანდაკებებს ქმნის. თომასის მითოლოგიური ქანდაკებები ნამდვილი გიგანტები არიან, რომლებიც ტყეებს იდეალურად ერწყმიან. თომასს ეხმარებიან მოხალისეები, ის კი ქანდაკებებს მოხალისეების სახელებს არქმევს.

ხელოვანის მიზანია კოპენჰაგენის მივიწყებულ ტერიტორიებზე მოიზიდოს ადამიანები და მითოლოგიური გმირების დახმარებით ტყე-პარკები ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებად აქციოს.

ხის ქანდაკებების სერიას დანიელმა მხატვარმა „ექვსი დავიწყებული გიგანტი“ (The Six Forgotten Giants) უწოდა. თომასმა კოპენჰაგენის ტყისპირა რაიონებში ექვსი ქანდაკება ისე მოათავსა, რომ მათი პოვნა არც ისე ადვილია – თქვენ უნდა გამოვიყენოთ სპეციალური რუკა ან ლექსად დაწერილი რჩევები, რომლებიც ქანდაკებების გვერდითაა მოთავსებული.

All images via Thomas Dambo