რიჩარდ ლინკლეიტერის ახალი ანიმაციური ფილმი „აპოლო 10 ½“ ნეტფლიქსზე გამოვა

რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი „აპოლო 10 ½“ აპოლო 11-ის მთვარეზე დაჯდომას ეხება. როგორც ლინკლეიტერი ამბობს, ფილმის ინსპირაცია მისივე ბავშვობაა, აპოლო 11-ის მთვარეზე დაჯდომის დროს ის ჰიუსტონში, ნასასთან ახლოს ცხოვრობდა და მე-3 კლასში იყო.

Photo Credits to Matt Lankes / Netflix

ანიმაციურ ფილმი პატარა ბიჭზეა, რომელიც ოცნებობს, რომ თავისი ჩვეულებრივი ცხოვრება მიატოვოს და მთვარეზე გაფრენის მისიისთვის დაიწყოს მზადება. ლინკლეიტერის მსგავსად, ისიც ტელევიზორში ნახავს, თუ როგორ დაჯდება აპოლო 11 მთვარეზე.

ფილმში მონაწილეობას ჯეკ ბლექი, ზაქარი ლევი და გლენ პოველი მიიღებენ. მასში რეალური კადრების და კომპიუტერული ანიმაციის გაერთიანებას ვიხილავთ. მსგავსი მიდგომა ლინკლეიტერმა 2001 წლის ფილმში „Waking Life“ გამოიყენა.

ლინკლეიტერი ცნობილი ტრილოგიის  („Before Midnight” „Before Sunrise“ და „Before Sunset“) რეჟისორია. მის სახელს უკავშირდება ასევე „School of Rock”, „Dazed and Confused“ და „Boyhood“.

როგორც ცნობილია, „აპოლო 10 ½“ 2021 წელს გამოვა.