HBO-მ პოპულარულ სამედიტაციო აპლიკაციასთან – Calm-თან თანამშრომლობით სერიები დააანონსა, რომლის ფარგლებშიც ნიკოლ კიდმანის ნაზი ხმა და იდრის ელბას დამამშვიდებელი ტემბრი დაძინებაში დაგეხმარებათ.

სერიები მოიცავს ძილისპირულ ამბებს, რომელთაც დამამშვიდებელი მუსიკა ედება ფონად, ხოლო მსახიობთა ხმები დაგეხმარებათ, რომ მარტივად შეაღწიოთ სიზმრისეულ სამყაროში.
„არსებული სტრესისა და იმ ქაოსის გამო, რომელსაც ყველა განვიცდით მოცემულ პერიოდში, ჩვენ, ყველამ უნდა გამოვიყენოთ სარელაქსაციო საშუალება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაცაა A World of Calm” – განაცხადა HBO-ს წარმომადგენელმა ჯენიფერ ო’კონელმა. ამასთან. მისი თქმით, აღნიშნული შოუს ნაწილი იქნება სასიამოვნო პეიზაჟები და მშვიდი საუბარი.