ფინელი ფოტოგრაფის შემოქმედებაში ასახული ხეების სილამაზე

ფინელი ფოტოგრაფი მიკო ლაგერსტეტი თავის სამშობლოს ბუნების სილამაზეს ხის ფოტოებით გადმოგვცემს. მინიმალისტური კომპოზიციების გამოყენებითა და შუქთან თამაშით, თითოეული ხის გამოსახულება თითქოს საიდუმლოებით ხდება მოცული და ფოტოგრაფის სამყაროში გადავყავართ. იმისთვის, რომ მნახველმა დეტალურად აღიქვას ხის სილამაზე, ფოტოგრაფი მინიმალისტურ ჟანრს იყენებს, ფოტოში არ გვხვდება ისეთი დეტალი, რომელიც ხეს ფოკუსს მოაშორებდა.

ხეების სილამაზისადმი მიძღვნილი ფოტოსერია ლაგერსტეტმა 2018 წელს დაიწყო, როდესაც ფინეთში ყველაფრისგან მოშორებული ხე პირველად დააფიქსირა. ამის შემდეგ, ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, ხეების სილამაზე სხვადასხვა განათებაში წარმოეჩინა.

All Photo Credits to Mikko Lagerstedt