თბილისში გალაკტიონის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, როგორც მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურების, ისე სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა.

განახლებულ სივრცეში დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ჰყვება.

ბინა-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.

ფოტოები: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია