ხელოვანი ნახატებს და ღირსშესანიშნავ ადგილებს ერთმანეთს უკავშირებს

იტალიელი ხელოვანი პიეტრო კატაუდელა ნახატების სერიის „CityLiveSketch“ ავტორია. სერიის ფარგლებში, ხელოვანი სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილების სტუმრობს და სახატავ ალბომში ისეთ ნახატებს ქმნის, რომლებიც იდეალურად ერწყმის მონახულებულ ადგილებს. ზოგჯერ, პიეტრო კომპიუტერულ პროგრამებსაც იყენებს, რომ ნამუშევარი ფოტოზე იდეალურად აღბეჭდოს. მის შემოქმედებაში გვხვდება ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორიცაა მარჯ სიმპსონი, მაიკ ვაზოვსკი, ჩეშირის კატა და სხვები.

მისი ნამუშევრების ვრცლად სანახავად შეგიძლიათ ხელოვანის ინსტაგრამ გვერდს ესტუმროთ.

All Photo Credits to Pietro Cataudella