ეგვიპტეში, მეფეთა ველზე, სულ 63 აკლდამაა აღმოჩენილი, თუმცა მნახველებს მხოლოდ რამდენიმე მათგანის დათვალიერება შეუძლიათ. საბედნიეროდ, ერთ-ერთი მათგანის ნახვა უკვე ვირტუალურად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
ფარაონ რამზეს VI-ის აკლდამა, რომელსაც არქეოლოგები KV9-ს უწოდებენ, თავდაპირველად რამზეს V-ს ეკუთვნოდა, თუმცა ფარაონმა მოგვიანებით ის საკუთარ საფლავად აქცია.
აკლდამის პირველ დერეფანში რამზეს VI-ს და ღმერთების – რას და ოსირისის სურათებს შეხვდებით. სხვა დერეფნებში კი ნახატებით სხვადასხვა ამბებია მოყოლილი, რომლებიც გარდაცვლილთა სამყაროში მოხვედრის პროცესზე საუბრობენ. დერეფნის ბოლოს რამზეს VI-ის სარკოფაგს იხილავთ.
ვირტუალური ტურის შეგიძლიათ ნახოთ აქ.