რა გახდა რაფაელის გარდაცვალების მიზეზი | კვლევა

რენესანსის ეპოქის ცნობილი შემოქმედი – რაფაელო სანტი (რაფაელი) 37 წლის ასაკში, 1520 წლის 6 აპრილს დაიღუპა, გაციებიდან რვა დღის შემდგომ. ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, რაფაელ სანტის სიკვდილში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამედიცინო შეცდომამ.

Raphael Sanzio: The School of Athens

მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით, ისტორიკოსებმა გამორიცხეს რაფაელს გარდაცვალების სამი თეორია. ამ თეორიათა შორისაა: მალარიით, ტიფითა და სიფილისით გარდაცვალება. რამდენადაც ცნობილია, იმ პერიოდისათვის, სხეულიდან სისხლის გამოშვების პრაქტიკა  სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. სწორედ აღნიშნული პრაქტიკა გახდა მიზეზი, რამაც დასუსტებული რაფაელი გარდაცვალებამდე მიიყვანა, ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

„არსებული ცნობების მიხედვით, რომლებიც ინფორმაციას გვაწვდიან რაფაელის მომაკვდინებელი დაავადების შესახებ, ვიგებთ, რომ ეს დაავადება ხასიათდებოდა განგრძობადი მაღალი ტემპერატურით. მაგრამ იგი არ შეიძლებოდა სიკვდილის გამომწვევი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხანგრძლივობა ერთიდან ორი კვირის შუალედში მერყეობდა.“