ესპანელი ხელოვანი, რომელიც ქვიშისგან რეალისტურ სკულპტურებს ქმნის

ესპანელი ხელოვანი ანდონი ბასტარიკა სამშობლოს სანაპიროებზე რეალისტურ ქვიშის სკულპტურებს ქმნის. სკულპტურის შექმნამდე ხელოვანი ეძებს შესაფერის ადგილს და უკვე შემდეგ იწყებს სველი ქვიშისგან რეალისტური ფორმების შექმნას. იმისათვის, რომ სკულპტურა კიდევ უფრო რეალისტური გახდეს, ხელოვანი პროცესის ბოლოს, ნამუშევრის დეტალებისთვის იყენებს სხვადასხვა ნივთებს, მაგალითად, ხარის სკულპტურას დამატებული აქვს რქები და ქვის დეტალები.

ბასტარიკას შემოქმედებაში ძირითადად ვხვდებით ცხოველებისა და თევზების რეალისტურ სკულპტურებს, თუმცა მას ასევე შექმნილი აქვს სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟებიც. ხელოვანი ნამუშევრებს საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე აქვეყნებს.