პროფესორმა მესოპოტამიაში დაწერილი 3,700 წლის რეცეპტებით კერძები დაამზადა

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ბილ საზერლენდმა მესოპოტამიაში დაწერილი რეცეპტები გამოიკვლია და დაამზადა ის კერძები, რომლებსაც 3700 წლის წინ მესოპოტამიაში მიირთმევდნენ.

 

მენიუში კერძების უმეტესობა ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი აღმოჩნდა, საზერლენდმა დაამზადა ხორცისა და ბოსტნეულისგან შემდგარი კერძები, რომლებიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება, თუმცა, რამდენიმე კერძისთვის მას უჩვეულო ინგრედიენტების შეცვლა მოუწია – მაგალითად ერთ-ერთ კერძს ცხვრის სისხლი სჭირდებოდა, რაც პროფესორმა ტომატის სოუსით ჩაანაცვლა.

All Photo Credits to Bill Sutherland