მუსიკოსები გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ბგერებიდან მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნიან

პროექტი A Guide to the Birdsong 2015 წელს დაიწყო, როდესაც ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე მუსიკოსები გაერთიანდნენ საერთო ალბომის შესაქმნელად, რომელშიც კომპოზიციები გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ბგერებისგანაა შექმნილი.

birdsong-projectიდეის ავტორი ინგლისელი მუსიკოსი და დიჯეი რობინ პერკინსია. პროექტის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მუსიკოსებმა მშობლიური ქვეყნებიდან ფრინველების ხმები და ელექტრონული მუსიკა დააკავშირონ, მიღებული თანხა ცნობიერების ამაღლებას, დაზარალებული ფრინველების გადარჩენას და ბუნებაზე ზრუნვას ხმარდება.