ხელოვანის მიერ ანატომიური სიზუსტით შექმნილი ცხოველების პატარა ფიგურები

ხელოვანი და ბიოლოგი ფენი სანდორი პატარა ხელნაკეთი ცხოველების ფიგურებს ქმნის. მისი მიზანია ისე შექმნას პატარა ცხოველების ფიგურები, რომ ისინი ზუსტად შეესაბამებოდნენ რეალური ცხოველის ბიოლოგიურ აგებულებას. სკულპტურის შესაქმნელად, ხელოვანი იყენებს პოლიმერულ თიხას და უკვე შემდეგ გადადის რეალისტური დეტალების დახატვაზე, ზოგჯერ იგი დეტალებისთვის ხელოვნურ ბეწვს და სხვადასხვა ნივთებსაც იყენებს.

სანდორი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მინიატურული სათამაშოებისა და სხვადასხვა ნივთების შექმნით. მას ყოველთვის მომარჯვებული ჰქონდა წებო, მაკრატელი და ფურცლები, რომ შეექმნა საინტერესო ნივთის პატარა ვარიანტი. ერთ დღეს, მან გაიცნო ადამიანი, რომელიც მინიატურულ ნივთებს ქმნიდა და მიხვდა, რომ ეს საქმიანობა უფრო დეტალურად უნდა შეესწავლა.

All Photo Credits to Fanni Sandor