ხუთი წლის ასაკში ჯონა ლარსონმა განსაკუთრებული ჰობი აღმოაჩინა – იგი ქსოვის ნამდვილი ოსტატი გახდა. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ლარსონმა საჩუქრად ქსოვისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნაკრები მიიღო, შემდეგ კი მან YouTube-ის საშუალებით ქსოვის ტექნიკა ისწავლა.
ჯონა ლარსონი ეთიოპიიდან იშვილეს და ოჯახი ყველანაირად უწყობდა ხელს საკუთარი ოცნებები რეალობად ექცია. როგორც ცნობილია, ჯონას ჰობის ათვისებაში დედა დაეხმარა, მართალია იგი შვილის მსგავსად ქსოვის ტექნიკაში გარკვეული არ არის, მაგრამ ყველანაირი გზებით ცდილობს ბიჭს ხელი შეუწყოს. სწორედ დედამ შეუქმნა მას ინსტაგრამის გვერდი, რომელიც დღეისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეისთვის, 11 წლის ჯონა ლარსონს შექმნილი აქვს საკუთარი ბიზნესი და შემოსულ ფულს ქველმოქმედებას ახმარს.