24 ივლისს კანადელ გოგოს მარა სორიანოს მოპარეს ზურგჩანთა, რომელშიც იდო დოკუმენტები, iPad- ი და სხვა ნივთები, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ნივთი ზურგჩანთაში იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სათამაშო დათვი ხმის ჩამწერით. სათამაშო შეიცავდა სორიანას გარდაცვლილი დედის სიტყვებს, „მიყვარხარ, ვამაყობ შენით, მე შენთან ყოველთვის ვიქნები“.
ქურდობის შესახებ მარა სორიანომ Twitter-ზე დაწერა, რასაც გამოეხმაურა ამერიკელი მსახიობი რაიან რეინოლდსი. მსახიობმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მარას დაეხმარებოდა დათვის პოვნაში, იგი $5000-ს გადაუხდიდა. მსახიობის განცხადების შემდეგ, დათვის პოვნაში უამრავი ადამიანი ჩაერთო. საბოლოოდ დათვი მარას ორმა უცნობმა დაუბრუნა.